top of page

Desserts

უსაფრთხოების თანამშრომელი

photo_5451654168826738393_y_edited.jpg

ჩვენი უსაფრთხოების თანამშრომლები გამოცდილი, პასუხისმგებლიანი და სპეციალური მომზადების მქონე პროფესიონალები არიან. ისინი უზრუნველყოფენ კორპუსის შიდა და გარე პერიმეტრის დაცვას, აკონტროლებენ შესვლასა და გასვლას, რეაგირებენ საეჭვო მოძრაობებზე და მუდმივ კავშირში არიან მართვის ცენტრთან. მათი მთავარი მიზანია მობინადრეების უსაფრთხოება და სიმშვიდე — დღე-ღამურ რეჟიმში. თითოეული თანამშრომელი გადის შესაბამის ინსტრუქტაჟს, ფლობს თანამედროვე დაცვის ტექნიკას და იცის, როგორ იმოქმედოს კრიტიკულ სიტუაციებში.

Read More

Drinks

პერსონალური მენეჯერი

photo_5451654168826738393_y_edited.jpg

ჩვენი საცხოვრებელი კომპლექსის მენეჯერი არის კომპანიის სული და ორგანიზებული მართვის უმთავრესი ფიგურა. ის პასუხისმგებელია კორპუსში ყველა სერვისის შეუფერხებელ მუშაობაზე და მობინადრეების საჭიროებების სწრაფად, ზუსტად და გულისხმიერად დაკმაყოფილებაზე. მენეჯერი ეფექტურად კოორდინირებს დიასახლისების, მებაღეების, უსაფრთხოების და სხვა ტექნიკური თანამშრომლების საქმიანობას. ის აქტიურად უსმენს მობინადრეების მოსაზრებებს, დროულად აგვარებს საჩივრებს და მუდმივად ზრუნავს გარემოს გაუმჯობესებასა და მომსახურების ხარისხზე.

Read More

Desserts

დიასახლისი

photo_5451654168826738393_y_edited.jpg

ჩვენს დიასახლისებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება საცხოვრებელი კომპლექსების დასუფთავების სფეროში , რაც თქვენი სივრცის მოვლის უმაღლეს ხარისხს უზრუნველყოფს .

Read More

Mains

ცხოველთა მოვლა

photo_5451654168826738393_y_edited_edite

ჩვენი მიზანი საცხოვრებელ კომპლექსებში თქვენთვის და თქვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის კომფორტის შექმნა. კოპლექსში სურვილისამებრ გეყოლებათ ცხოველთა მოვლის სპეციალისტი, მრავალწლიანი გამოცდილებით, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ცხოველის მოვლას ასევე გასეირნებასა და საჭიროების შემთხვევაში ცხოველის გადაყვანას ვეტ თუ გრუმინ ცენტრებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ შესაბამისი კვალიპიკაციის მქონდე ვეტ კლინიკებთან, ასევე გრუმინგ ცენტრებთან. რაც საშუალებას გაძლევთ ჩვენი დახმარებით მიიღოთ სრული მოვლის სერვისი.

Read More

Desserts

მეეზოვე

photo_5451654168826738393_y_edited.jpg

ჩვენი კორპუსების გარე თუ შიდა პერიმეტრის სისუფთავის შეუცვლელი წევრები ჩვენი მეეზოვეები არიან . მათი გულმოდგინე შრომა , თქვენი კომპლექსის გარე ტერიტორიის სისუფთავის გარანტად იქცევა.

Read More

Healthy

მებაღე

photo_5451654168826738393_y_edited_edite

ჩვენი კომპანიის მებაღეთა გუნდი შედგებ გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტებისგან რომელებიც დეტალურად იცნობენ მცენარეების მოვლის წესებს, ნიადაგის თავისებურებებსა და სეზონურ სამუშაოებს. ისინი ზრუნავენ გამწვანებული სივრცეების სილამაზეზე, ასრულებენ ბუჩქებისა და ხე-მცენარეების ფორმირებას და რწყვას.

Read More
bottom of page